მე……

სიმართლე გითხრათ, სამწუხაროდ ამ ბლოგის არსებობა დამავიწყდა კიდეც…:( უეცრად გმახსენდა და გადავწყვტე დამეწერა:) რაღაც პასიური გავხდი…(წერის მხრივ) ხოოო მინდა გაგეცნოთ და მოგიყვეთ ჩემს შესახებ:) (არ ვიცი ეს რამდენად გაინტერესებთ მაგრამ მაინც :დ ) ნუუ მე ვარ ესრთ ძალიან ჩვეულებრივი გოგო, 17 წლის-რათქმა უნდა ვსწავლობ და ვარ მე-11 კლასში…ხო მყავს ძალიან დიდი ოჯახი 🙂 ექვსნი ვართ-მშობლები ჩემი ორი და რომლებიც ჩემზე გაცილებით უფროსები არიან და პატარა ძამიკო მყავს კიდე:) ვცხოვრობ ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით(ისე როგორც უნდა ცხოვრობდეს მე-11კლასელი :დ-სკოლა-სახლი-მასწავლებელი-საახლი) აქამდე არ მყავდა იმდენად ბევრი მეგობარი,(რატომ მც არ ვიცი)მაგრამ ახლა საკმაოდ ბევრი და კარგი მეგობრები მყავს:) რაც ძალიან მახარებს:))) ხოო კდევ მიჩირს ამაზე ლაპარაკი მაგრამ ესეც მინდა გითხრათ…..(თუ ვყვები ჩემს თავზე ბარემ ბოლომდე მოვყვები) მოკლედ  დაახლოებით 11 წლის წინ, როცა სკოლაში უნდა შევსულიყავი დამეწყო თმის ცვენა….სკოლაში რომ მივედი პირველ დღეს უკვე გაცვენილი მქონდა ალაგ-ალაგ და დედამ ძლივს დამიმაგგრა თმისამაგრებით…ისე რომ არ შემმჩნეოდა…ყველაფერი დაიწყო ასე…მშლობლებმა იმ დღესვე მიმიყვანეს ექიმთან,შემდეგ ამ ექიმს უამრავი ექიმი მოყვა….საბოლოოდ კი დღემდე ასე ვერ….არ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ რა გძნობა ის რომ გაშემო ყველა “ნორმალურია” შენს გარშემო შენ კკი….იცით თავიდან მართლა არ მიჭირდა…ვერ ვაცნობიერებდი…..არაფრად მიმაჩდა…მაგრამ ახლა რაც დრო გადის მით უფრო მიპყრობს გამოჯანმრთელების სურვილი….მალე სკოლას დავამთავრებ და ძალიან არ მინდა რომ ბანკეტზე პარიკით მომიწიოს წასვლამ…..რაც უფრო ვიზრდებოდი ნელ-ნელა მით უფრომეტად მტკიოდა გული…უფრო და უფრო ვხვდებოდი და ვაანალიზებდი ჩემს პრობლემას…..ხოო ესეც მე:)))კიდევ-ვარ ძალიან ემოციური კონტაქტური,მიყვარს ბევრი ლაპარაკი :პ:დ დაა მინდა გავხდე ფსიქოლოგი:) მინდა გითხრათ რომ არაფრის ნიჭი მე არ მაქვს :პ არც სიმღეის,არც ცეკვის არც ხატვის ნუ მოკლედ არაფრის:დ შესაბამისად არ ჰობი მაქვს ისეთი განსაკუთრებული….მიყვარს ჩემი ოჯახი:) და ძლიერი პიროვნებები:) ესეც მე:))))))

დღეს 15 სექტემბერს ჩვენმა სკოლასმ განახორციელა სიქას მიერ დაგეგმილი წლევანდელი პირველი აქტივობა:)))
ჩვენ დავალაგეთ ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორია:)))აქციას ესწრებოდა 15 მოსწავლე. სკოლის მიმდებარე ტერიტორია გასუფთავდა ნაგვისგან და ბალახებისგან:)აქციის ბოლის მოვიდა ნაგვის მანქანა, რომელმაც დაგროვილი ნაგავი გაიტანა.
ჩვენთან ერთად ასევე იყო ჩვენი სამოქალაქო განათლების მასწავლებელიც:))) მარიამ მაჭარაშვილი.

მოხუცთა თავშესაფარი “ქსენონი”

გუშინ 12 სექტემბერს რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი ” ქსენონი ” გაიხსნა.
თავშესაფარი დიდი ხანია რაც ფუნქციონირებს უკვე ქალაქში მაგრამ შენობა არ იყო შესაბამისად კეთილმოწყობილი.ინდოელ ხალხთან თანამშრომლობის საფუძველზე თავშესაფარი რესტავრირებულ იქნა.
უწინდელთან შედარებით საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესებულია.პირადად მე ჩემს მეგობრებთან ერთად დავათვალიერე თავშსაფარი და დავესწარი გახსნას რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი :):):)
გახსნის გასაშუქებლად მოსული იყო ადილობრივი ტელევიზია:)))
გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის თვითმმართველობა

ძალიამ ძალიან დიდი მადლობა სიქას:))))

გამარჯობათ:)გესალმებათ “აქტიური მოქალაქე”დიახ მე აქტიური მოქალაქე ვარ:)რაც ძალიან დიდ სიხარულას მანიჭებს.ჩემი უსაყვარლესი ორგანიზაციის სიქას მეშვეობით მე გავხდი აქტიურ მოქალაქე. მთელი წლის შრომისა და სასიამოვნო მუშაობის შედეგად მე აღმოვჩნდი სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში-ბაზალეთზე 5 დღით. თამამდ შემიძლია ვთქვა რომ ეს იყო მსოფლიოში საუკეთესო ბანაკი რომელმაც მაჩუქა 5 დაუვიწყარი დღე,გამაცნო 90 უსაყვარლესი უჭკვიანესი და უაქტიურესი ბავშვები:))),ლიდერები,ტრენერები და მასწავლებლები,ასევე, მასწავლა პროექტის წერა და გუნდური თანამშრომლობა,ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკა ჩემთვის.სიტყვებით მართლა ძალიან მიჭირს იმ განცდების და გრძნობების გადმოცემა რასაც ეს ბანაკი ნიშნავს ჩემთვის. ბავშვებიც და ლიდერებიჩ დღემდე ვხდებით ერთმანეთს და   სულ ერთად ვართ :)))))მოკლედ ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა მთელს სიქას კოლექტივს. მე ძალიან ძალიან ძალიან მ ი ყ ვ ა რ ს  ს ი ქ ა

დ ა გ ი ბ რ უ ნ დ ი თ

ჩემო საყვარლები:*:*:))))როგორ ხართ?მე დავბრუნდი დიდი საზაფხუო არდადეგებიდან:)))აბაა როგორ დაისვენეთ? მე სოფელში ვიყავი მაგალითად და კიდევ ბანაკში რომელიც ცალკე თემაა და რომელზეც მომდევნო პოსტში მოგიყვებით:)))ინტერნეტი და ჩემი ბლოგი მომენატტრა:)))თქვენ მომენატრეთ ყველანი:*:*:*მ ი ყ ვ ა რ ხ  ა რ თ  ძალიან ძალიან !!! გკოცნით თქვენი მარიამი:*:*:*:

დ რ ო ე ბ ი თ :)))

აი მოვიდა ნანატრი ზაფხულიი:))) და არდადეგებიც:))) ჯერ-ჯერობით ქალალქში დასვენების პროცესშ ვართ:))და სოფლებსაც ზღვებსაც და მთებსაც მალე მივაშურებთ:))) აი მე მაგალითად ორ დღეში მივდივარ უკვეე:)))არ გაინტერესბეთ საად? ბ ა ზ ა ლ ე თ ზ ე – თან სასკოლო პროექტიდან: ს ი ქ დ ა ნ:)) მერე ალბათ სოფელშიც ჩავალ….თქვენ რა გეგმები გაქვთ??? ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ:*:*:*:)))))მიყვარხართ თქვენი მარიამი:))))

ასეთ კარგ ზაფხულსა და დასვენებებს გისურვებთ:):*****

https://fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/552574_445061348860119_328216301_n.jpg

მეც ჩემ მხრივ შევევცდები რომ კარგად დავისვენო:) აღვიდგინო ძალები და განახლებული წლიდან შემოგიერთდეთ უფრო აქტიურად და საინტერესოდ:*:*:)))) აბა თქვენ იცით ;))))

ბვაშვთა დაცვის დღე:)

1ივნისს სიქამ ჩაატარა კონკურსი იუსტიციის სახლის წინ,  ეხებოდა ბავშვთა უფლებებს. ჩატარდა ფოტო და

პლაკატების კონკურსი “ბავშვი და ჯანსაღი ცხოვრება” ორივე კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებულები:ფოტო

კონკურსში გაიმარჯვა მე-10 საჯარო სკოლამ ხოლო პლაკატების კონკურსში გამარჯვეს მე10 და 1 სკოლებმა.

გამარჯვებულ სკოლებს ზრიზებიც გადაეცათ.

მე-10 სკოლის გამარჯვებული პლაკატი

პლაკატების კონკურსში გამარჯვებული  1 და მე-10 სკოლების სამოქალაქო განათლების  მასწავლებლები.

მართლა ძალიან გამიხარდა ეს გამარჯვება:) თან წარმომადგენელი რომ მე ვიყავი თითქოს პასუხისმგებლობაც მქონდა სკოლის წინაშე და სურვილიც ძალიან დიდი მქონდა გამარჯვების:)))) მართლა ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი სკოლით :)))))))))

ჩემი პირველი შემდგარი ინტერვიუ :)))

როგორც იქნა ჩაიარა ამსაატესტატო გამოცდების ციებ-ცხელებამ.რაღა თქმა უნდა ეს გამოცდები ჩემ სკოლაშიც ჩატარდა, მეც ვნერვიულობდი ჩვენს ბავშვებზე. საბედნიეროდ ჩვენი სკოლის ბავშვებმაც საკმაოდ კარგად ჩააბარეს გამოცდები. მეც გადავწყვიტე ჩვენი მარჯვენა ხელის- “facebook” _ ის დახმარებით ვთხოვე ჩვენი სკოლის ერთ-ერთ აწ უკვე კურსდამთავრებულს თამო კობახიძეს და ინტერვიუ ავიღე :):):) ესეც ჩემი პირველი ი ნ ტ ე რ ვ ი უ : 

თამო როგორ ჩაიარა ყველაფერმა? რა ხდებოდა? როგორ რეჟიმში მიმდინარეობდა გამოცდები?

ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ყველა ძალიან კმაყოფილები ვართ იმ გარემოსი სადაც გვიტარდებოდა გამოცდები…მთელი დღის განმავლობაში მინდინარეობდა გამოცდები 5 საათამდე …

რაიმე წინააღმდეგობას ხომ არ წააწყდი?

თუნდაც კომპიუტერთან დაკავშირებით?

კარგად იყო გამართული ?

არა ჩვენ სკოლაში არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა, ყველაპერი კარგად იყო, გამართულად მუშაობდა კომპიუტერები

თვთონ გამოცდები რა სირთულის იყო?

და როგორ დაძლიე?

გამოცდები იყო საშვალო სირთულის, მოსწავლე ყველა საკითხზე უნდა დაპიქრებულიყო… მე ჩავაბარე რვავე გამოცდა ვეცადე რომ ყველაპერი კარგად დამთავრებულიყო..

სკოლაში რა სიტუაცია იყო? სხვა აბიტურიენტებმაც გადალახეს?

სკოლაში კარგი სიტუაცია იყო, ყველა ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით. ჩვენ სკოლაში ყველამ ჩააბარა საატესტატო გამოცდები.საკმაოდ მაღალი ქულები დაიწერა.

რას გრძნობდი როდესაც 12 კლასის ატესტაი გეჭირა ხელში?:))))

ძალიან ბედნიერი ვიყავი როდესაც ჩემი შრომითა და, ცოდნით მოვიპოვე ატესტატი ეს მართლაც ამაღევლებელი იყო ჩემთვის…

ძალიან დიდი მადლობა წარმატებებსა და ეროვნული გამოცდების ღირსეულად ჩაბარებას გისურვებ🙂

დიდი მადლობა თქვენ.. მომავალ თაობას ვუსურვებ წარმატებებს !

კინოფილმი “ტბა”

2012წლის 31 მაისს 3 საათზე სამართლებრივი კულტურის კლუბის“სმართლიანობის”წევრი ბავშვები ვგეგმავთ კინოფილმის “ტბის” ჩვენებას მე-10 სკოლის სააქტო დარბაზში:):) ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ ყველას გეპატიჟებით:) ფილმი არის ბავშვთა უფლებებსა და ჩაგვრა-დამცირებაზე, ვფიქრობ,რომ საინტერესოა:)):):)იმედია ჩვენი დაგეგმილი ღონისძიება წარმატებულად დასრულდება:)):):)

ჟურნალსიტი….

გამარჯობათ:) როგორ ხართ?:):)მომენატრეთ ძალიან … რამდენი ხანია არაფერი დამიწერია…. :):):) უეცრად გამახსენდა,რომ არ ვიცი ჟურნალისტის ზუსტი განმარტება. ამიტომ გადავწყვიტე მენახა და თქვენთვისაც მეთქვა თუ ჩემსავით ვინმემ არ იცით. არ შეიძლება ამ პროფესიის აღმნიშვნელი ტერმინი არ ვიცოდე, როდესაც ვაპირებ, რომ ამ განხრით ვწერო.

                                                                                                     მაშ ასე ტერმინი ჟურნალისტის განმარტება  ( მათთვის ვინც არ იცით)

ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი.”

პროფესიული სტანდარტები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად: “ჟურნალისტი უნდა იყოს თავშეკავებული და კარგად ინფორმირებული, მის მიერ გადმოცემული მასალა კი ინფორმაციული და ამომწურავი. ფაქტები და შეხედულებები დაბალანსებულად უნდა გაშუქდეს. ყოველი მხარისა და პირის აზრი მიუკერძოებლად უნდა გადმოიცეს. საინფორმაციო პროგრამების მიუკერძოებლობა არა მხოლოდ საპირისპირო პოზიციების დაბალანსებული გაშუქებით, არამედ ყველა იმ გარემოების სრულფასოვანი აღწერით მიიღწევა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ პოზიციებს”.

აი თურმე ვინ ყოფილა ჟურნალისტი. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტობა ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიაა და ძალიან ძალიან მომწონს:)