რევიზორი

გამარჯობათ 🙂  გუშინ 20 აპრილს რუსთავის თეატრში იყო სპექტაკლის “რევიზორი”  ჩვენება. ჩამოსული იყო მარჯანიშვილის დასი. მართლაც ძალიან სასიამოვნო და კარგი სანახავი იყო: )  ვინც იყო დამეთანხმება…. 🙂 მე პირადად მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ 🙂 თამაშობდნენ ჩემთვის საყავრელი და მართლა კარგი მსახიობები. სცენარიც კარგი იყო და მსახიობების შესრულებაც….  IX საუკუნის ამბები იყო ასახული. რუსი ჩინოვნიკების ცხოვრება. ქალაქში გავარდა ხმა , რომ  ჩამოვიდა რევიზორი  და ყველა ჩინოვნიკს  სურს, რომ ქრთამი მისცეს მას რადგან მათი ცუდი საქმეები არ გაამჟღავნოს. ამ დროს კი მათ ეშლებათ და სხვა ადამიანი ჰგონიათ რევიზორი და სხვას აძლევენ ფულს. მართლა კარგი სანახავი იყო, რადგან სასაცილო, კომედიური მომენტებიც იყო 🙂 ბევრი ვიხალისე და ვისიამონე 🙂

რეჟისორი გიზო ჟორდანია
მხატვარი აივენგო ჭელიძე
ქორეოგრაფი გია მარღანია
მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორი თანაშემწე ნათელა შალიკაშვილი
ტექსტის კორექტორი რუსუდან ხვედელიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ანტონ ანტონის ძე სკვოზნიკ დმუხანოვსკი – დავით დვალიშვილი
ანნა ანდრიას ასული – მანანა კოზაკოვა
მარი ანტონის ასული – ნატა ბერეჟიანი
ლუკა ლუკას ძე ხლოპოვი – ონისე ონიანი
ამოს ფედორის ძე ლიაპკინ-ტიაპკინი – როლანდ ოქროპირიძე
არტემ ფილიპეს ძე ზემლიანიკა – ავთანდილ მიქაძე
ივან კუზმას ძე შპეკინი– ზურა ბერიკაშვილი
პეტრე ივანეს ძე დოფჩინსკი – დავით ხურცილავა
პეტრე ივანეს ძე ბობჩინსკი – ნოდარ დოღონაძე
ივან ალექსანდრეს ძე ხლესტიაკოვი – ზვიად სხირტლაძე
ოსიპი – იოსებ გოგიჩაიშვილი
ფევრონია პეტრეს ასული პოშლიობკინა – ია ჭილაია
უნტერ ოფიცრის ქვრივი – თამარ ბუხნიკაშვილი
ეფროსინია – ნინო წულაძე
სვისტუნოვი – თენგიზ პაპიძე
ჟერმენი – ანა წერეთელი
სტეპან პროპკა – გიორგი შავგულიძე
სიმიონ რასტაგუევი – რატი გოგუაძე

ჩახუტების დღე :)

ჩვენს მე10 საჯარო სკოლაში დღეს 10 აპრილს იყო ჩახუტების დღე. ეს იდეა იყო ჩვენი კლუბის ” სამართლიანობის ” მოფქრებული :) კლუბს ამ დღისთვის მომზადებული ქონნდა ბარათები, რომლებიჩ იყო გულის ფორმის და ზედ ეწერა ” ჩავეხუტოთ ერთმანეთს ” ეს ბარათებითითქმის ყველას გვეკეთა გულზე. ბოლოს კი ვიცეკვეთ და ერთმანეთს ჩავეხუტეთ :) ჩვენი მიზანიც ეს იყო რაც შეიძლებოდა ბევრი ადამიანი ჩახუტებოდა ერთმანეთს რადგან სკოლაში მეტი სითბო შეგვეტანა და  ერთმანეთისთვის გვეთქვა თუ როგორ გვიყვარს :) :):):)

 

ხარებას გილოცავთ ! ! !

გილოცავთ ამ ულამაზეს დღესასწაულს 🙂 უფალი გფარადვდეთ ყველას 🙂  ამ დღის მადლი შეგვეწიოს 🙂

ხარება — ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია, აღინიშნება 7აპრილს )ახალი სტილით) (25 მარტს ძველი სტილით).

ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად და სხვა.

პატარა ქალაქ ნაზარეთში ერთი მოკრძალებული ქალწული ცხოვრობდა, სახელად მარიამი. მას უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: „გიხაროდეს! მომადლებულო მარიამ, უფალი შენთანაა . კურთხეული ხარ დედათა შორის.“ მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახელზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“ მაშინ მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო:”სულიწმინდაგადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.“ მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ.“ და განეშორა მას ანგელოზი.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.“

ჩემი სკოლის პრობლემები ….

წინა პოსტში ვისაუბრე მხოლოდ ჩემი სკოლის წარმატებსბსა და დადებით მხარეებზე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ჩემი სკოლის პრობლემებსა და ნაკლოვანებებეზეც მოგიყვებით. წინა პოსტში ჩამოთვლილ აქტივობებში მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეების თითქმის ერთი და იგივე ნაწილი ნაწილი კი პასიურ მდგომარეობაშია . დაზუსტებით მართლა არ ვიცი ეს რატომ ხდება, მაგრამ ჩემი აზრით ალბათი იმიტომ რომ ამ პსიური მოსწვლეების ნაწილს შეადგენენ ის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ დაბალი აკადემური მოსწრება. ჩემი აზრით ეს არ არის კარგი. როდესაც სახელმწიფო, სამინისტრო და სკოლა ისეთ შესაძლებლობებს გაძლევს  როგორიც მე და ჩემს სკოლელესბ გვაქვს ვფიქრობ,რომ აუცილებლოდ უნდა გამოიყენო. ჩემი აზრით ამ ყოველივეს გამომწვევი მიზეზი ასევე არის ის,რომ სწორედ იმ დაბალი აკადემიის მომსწრე ბავშვებს აქვთ ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება სწავისა და მასწავლებების მიმართ. ჩემს კლასელ ბიჭებს თითქმის მთელი გაკვეთილების მანძილზე ძინავთ და მხოლოდ დასვენებებზე იღვიძებენ. ეს რაღა თქმა უნდა მიუღებელია. მე პირადად არ მსიამოვნებს ესეთ გარემოში სწავლა. ის მოსწავლეები რომლებსაც სწავლა არ უნდათ ცდილობენ ხელი შეუშალონ საგაკვეთილო პროცესის ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას. ეს მოსწავლეები მასწავლებლებსაც უდიერად და უპატივცემულოდ ეპყრობიან. ეს ყველაფერი მართლა ძალიან მიშლის ხოლმე ნერვებს. ვფიქრობ,  რომ ეს პრობლემა მხოლოდ ჩემს სკოლაში არ ხდება. რადგან ჩემი კლასელების მსგავის მოსწავლეები ალბათ სხვ სკოლებშიც არიან. კონკრეტული მაგალითებისა და წინადადებების მოყვანას მართლა ვერ შევძლებ იმიტომ რომ განსაკუთრებულად არც ერთი არ დამმახსოვრებია, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ზოგადად სულ. ხანდახან მასწავლებლებს ხმა მაღლაც ეკამათებიან ხოლმე ყოველ წვრილმანზე.ყოფილა შემთხვევები როდესაც შენობით მიმართავენ მასწავლებელს. ნუ არ ვიცი ფაქტია რომ ეს ყველაფერი მე პირადად ძალიან მაწუხებს და არის ძალიან ცუდი.  მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ რაიმე გზით ყველაფერი შეიცვლება და გამოსწორდება. მე ჩემი დირექტორის იმედი მაქვს 🙂  რაიმე სახით  ამ პრობლემას აუცილებლად გაუმკალვდება…….

ჩემი პირველი პოსტი :)

ვიწყებ მოღვაწეობას ბლოგო სფეროში:) როგორც იცით ჩემი ბლოგი არის ჟურნალისტიკის თემატიკის.გადავწყვიტო ვწერო რუსთვის შესახებ. ვინაიდან და რადგანაც მე  X კლასში ვარ და თან მინდოდა, რომ პირველი პოსტი მაინც შედარებით მსუბუქი ყოფილიყო გადავწყვიტე მოგიყვეთ ჩემი სკოლის შსახებ. მე ვარ მე10 საჯარო სკლოლის მოსწავლე. იმედია რუსთავლებმა მაინც იცით ეს სკოლა:) მე ვთვლი რომ, ჩემი სკოლა ზოგადად არის ძალიან ძალიან აქტიური. მართლა ძალიან ბევრ პროექტშია ჩართული როგორც სკოლა ასევე ამ სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ვარ მე იმიტომ რომ სკოლაში თუ კი რამე კეთდება ნებით თუ ვალდებულებით უმრავლესობაში ვიღებ მონაწილეობას. მყავს მართლა ძალიან კარგი დირექტორი და ყველაფერს აკეთებს ჩვენი სკოლის წარმატებისთვის. ჩემს სკოლაში არის სამოქალაქო განათლების, ტოლერანტობის კლუბები. ახლახანს ტრენინგი ჩაგვიტარდა 20 მოსწავლეს სამართლებრივ კულტურაში და შევქმენით კლუბი ” სამართლიანობა ” რომელიც შეეცდება სკოლაში აღმოფხვრას და ხელი შეუშალოს დანაშაულებებს. მე მართლა ძალიან მეამაყება ჩემი სკოლა.დავდივართ სხვადასხვა ადგილებში-ბავშვები იყვნენ იმიტირებულ არქეოლოგიუ გათხრებზე, ჩავატარეთ იმიტირებული სასამართლო და კიდევ სხვა მრავალი:) ეს ყველაფერი იყო ის რაც წერის დროს გამახსენდა და რაც არ გამახსენდა….. ამ პოსტით მინდოდა თქვენთვის გამეცნო და დამენახებინა ჩემი სკოლის დადებითი მხარეები და მადლობა მომეხადა ჩემი სკოლისთვის ამ ყველაფრის გამო 🙂  .ჩემს სკოლასაც  ჩემი სკოლის სამოქალაქო განათლების კუბსაც და ტოლერანტობის კუბსაც  აქვს საკუთრი ბლოგები:) თუ დაგაინტერსებსთ შემობრძანდით და ნახეთ 🙂   http://www.me10skola.wordpress.com   http://www.me10sajaroskola.wordpress.com       www. tolerantobisgzit.wordpress.com