კინოფილმი “ტბა”

2012წლის 31 მაისს 3 საათზე სამართლებრივი კულტურის კლუბის“სმართლიანობის”წევრი ბავშვები ვგეგმავთ კინოფილმის “ტბის” ჩვენებას მე-10 სკოლის სააქტო დარბაზში:):) ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ ყველას გეპატიჟებით:) ფილმი არის ბავშვთა უფლებებსა და ჩაგვრა-დამცირებაზე, ვფიქრობ,რომ საინტერესოა:)):):)იმედია ჩვენი დაგეგმილი ღონისძიება წარმატებულად დასრულდება:)):):)

Advertisements

ჟურნალსიტი….

გამარჯობათ:) როგორ ხართ?:):)მომენატრეთ ძალიან … რამდენი ხანია არაფერი დამიწერია…. :):):) უეცრად გამახსენდა,რომ არ ვიცი ჟურნალისტის ზუსტი განმარტება. ამიტომ გადავწყვიტე მენახა და თქვენთვისაც მეთქვა თუ ჩემსავით ვინმემ არ იცით. არ შეიძლება ამ პროფესიის აღმნიშვნელი ტერმინი არ ვიცოდე, როდესაც ვაპირებ, რომ ამ განხრით ვწერო.

                                                                                                     მაშ ასე ტერმინი ჟურნალისტის განმარტება  ( მათთვის ვინც არ იცით)

ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი.”

პროფესიული სტანდარტები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად: “ჟურნალისტი უნდა იყოს თავშეკავებული და კარგად ინფორმირებული, მის მიერ გადმოცემული მასალა კი ინფორმაციული და ამომწურავი. ფაქტები და შეხედულებები დაბალანსებულად უნდა გაშუქდეს. ყოველი მხარისა და პირის აზრი მიუკერძოებლად უნდა გადმოიცეს. საინფორმაციო პროგრამების მიუკერძოებლობა არა მხოლოდ საპირისპირო პოზიციების დაბალანსებული გაშუქებით, არამედ ყველა იმ გარემოების სრულფასოვანი აღწერით მიიღწევა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ პოზიციებს”.

აი თურმე ვინ ყოფილა ჟურნალისტი. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტობა ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიაა და ძალიან ძალიან მომწონს:)

ჩვენი ქალაქის ისტორია :)

25 აპრილს სკოლაში ქ. რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ქალბატონი ნაზი პაჭიკაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები და სხვა მოსწავლეები IX-XI კლასებიდან.  ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა საკუთარი ქალაქისა და არქეოლოგიური გათხრების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს რუსთავში. მოსწავლეებმა უამრავი კითხვა დაუსვეს ნაზი პაჭიკაშვილს რაზედაც მიიღეს ამომწურავი პასუხები.

შეხვედრა მართლაც ძალიან საინტერესო იყო 🙂 ახალი იმფორმაციითაც დავიტვირთე და ჩემთვის საინტერესო კითხვებზეც გავიგე პასუხები:) ამ შეხვედრით აღფრთოვანბულმა გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებიან ჩემი შთაბეჭდილება და მენახებიანა ისიც თუ როგორი აქტიური სკოლა მაქვს და როგორი აქტიური სამოქალაქო განათლების კლუბი გვყავს 🙂 🙂 🙂