ჩემი პირველი შემდგარი ინტერვიუ :)))

როგორც იქნა ჩაიარა ამსაატესტატო გამოცდების ციებ-ცხელებამ.რაღა თქმა უნდა ეს გამოცდები ჩემ სკოლაშიც ჩატარდა, მეც ვნერვიულობდი ჩვენს ბავშვებზე. საბედნიეროდ ჩვენი სკოლის ბავშვებმაც საკმაოდ კარგად ჩააბარეს გამოცდები. მეც გადავწყვიტე ჩვენი მარჯვენა ხელის- “facebook” _ ის დახმარებით ვთხოვე ჩვენი სკოლის ერთ-ერთ აწ უკვე კურსდამთავრებულს თამო კობახიძეს და ინტერვიუ ავიღე :):):) ესეც ჩემი პირველი ი ნ ტ ე რ ვ ი უ : 

თამო როგორ ჩაიარა ყველაფერმა? რა ხდებოდა? როგორ რეჟიმში მიმდინარეობდა გამოცდები?

ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ყველა ძალიან კმაყოფილები ვართ იმ გარემოსი სადაც გვიტარდებოდა გამოცდები…მთელი დღის განმავლობაში მინდინარეობდა გამოცდები 5 საათამდე …

რაიმე წინააღმდეგობას ხომ არ წააწყდი?

თუნდაც კომპიუტერთან დაკავშირებით?

კარგად იყო გამართული ?

არა ჩვენ სკოლაში არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა, ყველაპერი კარგად იყო, გამართულად მუშაობდა კომპიუტერები

თვთონ გამოცდები რა სირთულის იყო?

და როგორ დაძლიე?

გამოცდები იყო საშვალო სირთულის, მოსწავლე ყველა საკითხზე უნდა დაპიქრებულიყო… მე ჩავაბარე რვავე გამოცდა ვეცადე რომ ყველაპერი კარგად დამთავრებულიყო..

სკოლაში რა სიტუაცია იყო? სხვა აბიტურიენტებმაც გადალახეს?

სკოლაში კარგი სიტუაცია იყო, ყველა ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით. ჩვენ სკოლაში ყველამ ჩააბარა საატესტატო გამოცდები.საკმაოდ მაღალი ქულები დაიწერა.

რას გრძნობდი როდესაც 12 კლასის ატესტაი გეჭირა ხელში?:))))

ძალიან ბედნიერი ვიყავი როდესაც ჩემი შრომითა და, ცოდნით მოვიპოვე ატესტატი ეს მართლაც ამაღევლებელი იყო ჩემთვის…

ძალიან დიდი მადლობა წარმატებებსა და ეროვნული გამოცდების ღირსეულად ჩაბარებას გისურვებ🙂

დიდი მადლობა თქვენ.. მომავალ თაობას ვუსურვებ წარმატებებს !

Advertisements

კინოფილმი “ტბა”

2012წლის 31 მაისს 3 საათზე სამართლებრივი კულტურის კლუბის“სმართლიანობის”წევრი ბავშვები ვგეგმავთ კინოფილმის “ტბის” ჩვენებას მე-10 სკოლის სააქტო დარბაზში:):) ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ ყველას გეპატიჟებით:) ფილმი არის ბავშვთა უფლებებსა და ჩაგვრა-დამცირებაზე, ვფიქრობ,რომ საინტერესოა:)):):)იმედია ჩვენი დაგეგმილი ღონისძიება წარმატებულად დასრულდება:)):):)

ჟურნალსიტი….

გამარჯობათ:) როგორ ხართ?:):)მომენატრეთ ძალიან … რამდენი ხანია არაფერი დამიწერია…. :):):) უეცრად გამახსენდა,რომ არ ვიცი ჟურნალისტის ზუსტი განმარტება. ამიტომ გადავწყვიტე მენახა და თქვენთვისაც მეთქვა თუ ჩემსავით ვინმემ არ იცით. არ შეიძლება ამ პროფესიის აღმნიშვნელი ტერმინი არ ვიცოდე, როდესაც ვაპირებ, რომ ამ განხრით ვწერო.

                                                                                                     მაშ ასე ტერმინი ჟურნალისტის განმარტება  ( მათთვის ვინც არ იცით)

ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი.”

პროფესიული სტანდარტები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად: “ჟურნალისტი უნდა იყოს თავშეკავებული და კარგად ინფორმირებული, მის მიერ გადმოცემული მასალა კი ინფორმაციული და ამომწურავი. ფაქტები და შეხედულებები დაბალანსებულად უნდა გაშუქდეს. ყოველი მხარისა და პირის აზრი მიუკერძოებლად უნდა გადმოიცეს. საინფორმაციო პროგრამების მიუკერძოებლობა არა მხოლოდ საპირისპირო პოზიციების დაბალანსებული გაშუქებით, არამედ ყველა იმ გარემოების სრულფასოვანი აღწერით მიიღწევა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ პოზიციებს”.

აი თურმე ვინ ყოფილა ჟურნალისტი. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტობა ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიაა და ძალიან ძალიან მომწონს:)

ჩვენი ქალაქის ისტორია :)

25 აპრილს სკოლაში ქ. რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ქალბატონი ნაზი პაჭიკაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები და სხვა მოსწავლეები IX-XI კლასებიდან.  ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა საკუთარი ქალაქისა და არქეოლოგიური გათხრების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს რუსთავში. მოსწავლეებმა უამრავი კითხვა დაუსვეს ნაზი პაჭიკაშვილს რაზედაც მიიღეს ამომწურავი პასუხები.

შეხვედრა მართლაც ძალიან საინტერესო იყო 🙂 ახალი იმფორმაციითაც დავიტვირთე და ჩემთვის საინტერესო კითხვებზეც გავიგე პასუხები:) ამ შეხვედრით აღფრთოვანბულმა გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებიან ჩემი შთაბეჭდილება და მენახებიანა ისიც თუ როგორი აქტიური სკოლა მაქვს და როგორი აქტიური სამოქალაქო განათლების კლუბი გვყავს 🙂 🙂 🙂

რევიზორი

გამარჯობათ 🙂  გუშინ 20 აპრილს რუსთავის თეატრში იყო სპექტაკლის “რევიზორი”  ჩვენება. ჩამოსული იყო მარჯანიშვილის დასი. მართლაც ძალიან სასიამოვნო და კარგი სანახავი იყო: )  ვინც იყო დამეთანხმება…. 🙂 მე პირადად მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ 🙂 თამაშობდნენ ჩემთვის საყავრელი და მართლა კარგი მსახიობები. სცენარიც კარგი იყო და მსახიობების შესრულებაც….  IX საუკუნის ამბები იყო ასახული. რუსი ჩინოვნიკების ცხოვრება. ქალაქში გავარდა ხმა , რომ  ჩამოვიდა რევიზორი  და ყველა ჩინოვნიკს  სურს, რომ ქრთამი მისცეს მას რადგან მათი ცუდი საქმეები არ გაამჟღავნოს. ამ დროს კი მათ ეშლებათ და სხვა ადამიანი ჰგონიათ რევიზორი და სხვას აძლევენ ფულს. მართლა კარგი სანახავი იყო, რადგან სასაცილო, კომედიური მომენტებიც იყო 🙂 ბევრი ვიხალისე და ვისიამონე 🙂

რეჟისორი გიზო ჟორდანია
მხატვარი აივენგო ჭელიძე
ქორეოგრაფი გია მარღანია
მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორი თანაშემწე ნათელა შალიკაშვილი
ტექსტის კორექტორი რუსუდან ხვედელიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ანტონ ანტონის ძე სკვოზნიკ დმუხანოვსკი – დავით დვალიშვილი
ანნა ანდრიას ასული – მანანა კოზაკოვა
მარი ანტონის ასული – ნატა ბერეჟიანი
ლუკა ლუკას ძე ხლოპოვი – ონისე ონიანი
ამოს ფედორის ძე ლიაპკინ-ტიაპკინი – როლანდ ოქროპირიძე
არტემ ფილიპეს ძე ზემლიანიკა – ავთანდილ მიქაძე
ივან კუზმას ძე შპეკინი– ზურა ბერიკაშვილი
პეტრე ივანეს ძე დოფჩინსკი – დავით ხურცილავა
პეტრე ივანეს ძე ბობჩინსკი – ნოდარ დოღონაძე
ივან ალექსანდრეს ძე ხლესტიაკოვი – ზვიად სხირტლაძე
ოსიპი – იოსებ გოგიჩაიშვილი
ფევრონია პეტრეს ასული პოშლიობკინა – ია ჭილაია
უნტერ ოფიცრის ქვრივი – თამარ ბუხნიკაშვილი
ეფროსინია – ნინო წულაძე
სვისტუნოვი – თენგიზ პაპიძე
ჟერმენი – ანა წერეთელი
სტეპან პროპკა – გიორგი შავგულიძე
სიმიონ რასტაგუევი – რატი გოგუაძე

ჩახუტების დღე :)

ჩვენს მე10 საჯარო სკოლაში დღეს 10 აპრილს იყო ჩახუტების დღე. ეს იდეა იყო ჩვენი კლუბის ” სამართლიანობის ” მოფქრებული :) კლუბს ამ დღისთვის მომზადებული ქონნდა ბარათები, რომლებიჩ იყო გულის ფორმის და ზედ ეწერა ” ჩავეხუტოთ ერთმანეთს ” ეს ბარათებითითქმის ყველას გვეკეთა გულზე. ბოლოს კი ვიცეკვეთ და ერთმანეთს ჩავეხუტეთ :) ჩვენი მიზანიც ეს იყო რაც შეიძლებოდა ბევრი ადამიანი ჩახუტებოდა ერთმანეთს რადგან სკოლაში მეტი სითბო შეგვეტანა და  ერთმანეთისთვის გვეთქვა თუ როგორ გვიყვარს :) :):):)

 

ხარებას გილოცავთ ! ! !

გილოცავთ ამ ულამაზეს დღესასწაულს 🙂 უფალი გფარადვდეთ ყველას 🙂  ამ დღის მადლი შეგვეწიოს 🙂

ხარება — ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია, აღინიშნება 7აპრილს )ახალი სტილით) (25 მარტს ძველი სტილით).

ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად და სხვა.

პატარა ქალაქ ნაზარეთში ერთი მოკრძალებული ქალწული ცხოვრობდა, სახელად მარიამი. მას უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: „გიხაროდეს! მომადლებულო მარიამ, უფალი შენთანაა . კურთხეული ხარ დედათა შორის.“ მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახელზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“ მაშინ მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო:”სულიწმინდაგადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.“ მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ.“ და განეშორა მას ანგელოზი.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.“